Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას ახალი ექსტრავაგანტული იმიჯი - მომღერალი „დრედებით“ გამოჩნდა

© courtesy of Keta Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურიამ ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა. მომღერალმა „დრედები“ გაიკეთა და საკუთარი ტანსაცმლის ხაზის ახალი სამოსი მოირგო. უახლესი სურათი საკუთარი Instagram- ის „სთორიზე“ გამოაქვეყნა

ქეთას ექსპერიმენტები ძალიან უყვარს. როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე გარეგნულ ცვლილებებში სელებრითებს შორის უკონკურენტოა. მის კაბებს ალტერნატივა არ გააჩნია- ის მუდამ ტრენდული და ულტრა-მოდურია. ქეთას თვალწარმტაცი აღნაგობა დიდ ყურადღებას იპყრობს. მისი ცხოვრება ბევრ ადამიანს ხიბლავს, სტილს კი ბევრი მიმდევარი ჰყავს. ამიტომ, მომღერალმა ახალი გამოწვევები მიიღო და დიზაინერობას შეუდგა. მის ტანსაცმლის ხაზს „ketione“ ჰქვია და მაღალი გაყიდვადობით სარგებლობს. მართალია, მომღერალმა რამდენიმე წელიწადში სამ პარტნიორთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, დიდ სკანდალებში გაეხვა, სამაგიეროდ კარიერულმა მიღწევებმა და გასტროლებმა მაქსიმუმს მიაღწია. დიზაინერების და საკუთარი გემოვნებით შერჩეულ წლის მოდურ ჩაცმულობას მოხდენილად ირგებს. გარდა ამისა, ვარცხნილობის შეცვლა დაიწყო. მუქი ქერა თმები რამდენჯერმე ღია ფერში გაცვალა. ახლა კი, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და „დრედები“ გაიკეთა.

View this post on Instagram

🪐

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი, ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-თან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0