ეზუგბაია:  კორონავირუსით დაინფიცირებულ ოთხ ადამიანს უფიქსირდება პნევმონია

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებულ ოთხ ადამიანს უფიქსირდება პნევმონია
„სიტუაცია, ჯერჯერობით, უცვლელი რჩება იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მძიმე პაციენტი გვყავს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ საბედნიეროდ, არც უარესდება. შეიძლება ვთქვათ, რომ სტაბილური სიტუაციაა  და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში, გვქონდა სამი პნევმონია  და დაგვემატა მეოთხე პნევმონია, მაგრამ მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“, -ამბობს ეზუგბაია.

მისი თქმით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, აღენიშნებათ დაბალი ტემპერატურა. ასევე მსუბუქია 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

ყველა ახალი ამბავი
0