„მოსიარულე სატელეფონო ბაზა“- ახალციხელმა პენსიონერმა რეკორდი დაამყარა

© courtesy of AKKetტელეფონი
ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გივი კაველიძის მობილურ ტელეფონში არც ერთი კონტაქტი არ იძებნება. 71 წლის მამაკაცს ნომრის ძებნა არ სჭირდება, ზეპირად იცის. ეს უნიკალური თვისება და გამორჩეული მეხსიერება სამი წლის წინ შეამჩნია

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. 71 წლის გივი კაველიძე საქართველოს რეკორდსმენია. ახალციხელმა პენსიონერმა 400-მდე ტელეფონის ნომერი ზეპირად იცის, ამით გივი კაველიძემ საქართველოში ამ სახის პირველი რეკორდი დაამყარა, იუწყება TV9.

გივი კაველიძის რეკორდი თბილისში, მესხიერების ჩემპიონატის დასასრულს დამყარდა. მან სამ წუთში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 23 ნომერი დაასახელა.

„200-მდე სტუდენტი იყო, მათი შეჯიბრება სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა. როცა ახალგაზრდების ჩემპიონატი დასრულდა, წამზომი ჩამირთეს. დამსწრეები ხან სიის თავიდან მეკითხებოდნენ ნომრებს, ხან შუიდან. ხან სახელს და გვარს მეუბნებოდნენ და მე მის ნომერს ვასახელებდი. სტუდენტები მეკითხებოდნენ, ჩვენ ყველაფერი გვავიწყდება და თქვენ როგორ გაქვთ ამდენი დამახსოვრებულიო“, - იხსენებს გივი კაველიძე.

თორნიკე შენგელია  - Sputnik საქართველო
ქართველმა კალათბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში პირადი რეკორდი დაამყარა

საქართველოს რეკორდების ფედერაციაში ამბობენ, რომ მსგავსი რეკორდი საქართველოში პირველია. ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, მეხსიერებით და გონებრივი შესაძლებლობებით რეკორდი ძალიან იშვიათად მყარდება. განსაკუთრებით საქართველოშია ამის ნაკლებობა. რეკორდების ფედერაცია გივი კაველიძეს მესხიერების მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობას სთავაზობს.

გივი კაველიძე „ახალციხის ციხის“ თანამშრომელია. კომპლექსის გახსნიდან დღემდე დასუფთავების სამსახურში მუშაობს. მობილურის ნომრების გარდა, გივი კაველიძეს ახსოვს დაბადების დღეები, მამის სახელები და მანქანის ნომრები. მისი თქმით, ნომრის დამახსოვრების რაიმე მეთოდი არ აქვს.

ტურისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
საქართველოს მორიგი რეკორდი: ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება

გივი კაველიძის მობილურ ტელეფონში არც ერთი კონტაქტი არ იძებნება. 71 წლის მამაკაცს ნომრის ძებნა არ სჭირდება, ზეპირად იცის. ეს უნიკალური თვისება და გამორჩეული მეხსიერება სამი წლის წინ შეამჩნია.

„ერთხელ თუ გავიგე, მერე უკვე მახსოვს. ჩემდაუნებურად მამახსოვრდება. მთავარია ერთხელ მითხრან. სოფელ მუსხიდან ჩამოვიდა ერთი კაცი, ოქრომელიძეა. ორი კვირა ეძებდნენ ერთი ადამიანის ნომერს, ბოლოს სამსახურში მოვიდა ჩემთან. პირდაპირ დავუსახელე ნომერი და სიხარულისგან გადაირია, რესტორანში დამპატიჟა“, - ამბობს კაცი.

სამცხე-ჯავახეთში ეს რეკორდის დამყარების მეორე შემთხვევაა. 2013 წელს 25 წლის არტაშეს ელბაქიანმა სპორტული რეკორდი დაამყარა. მან ჰორიზონტალურ ძელზე ტრიალში გინესის რეკორდი დაამყარა.

ყველა ახალი ამბავი
0