საქართველოში კორინავირუსი 12 წლის ბავშვს დაუდგინდა

© Sputnik / STRINGERინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 23–ს მიაღწია, რვა ახალი შემთხვევა დღეს დადასტურდა.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით  ბავშვის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23–მდე გაიზარდა

12 წლის მოზარდი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდათ.

მათ პირველ ჯერზე ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ, განმეორებითი ტესტმა კი, დადებითი პასუხი აჩვენა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 23–ს მიაღწია. რვა ახალი შემთხვევა დღეს დადასტურდა, მათგან ხუთი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული მონაცემებით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 126 ადამიანი (აქამდე იყო 178), ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 (იყო 56).

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, 19 იტალიას და კიდევ ორი შემთხვევა დასავლეთ საქართველოში გამოვლინდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0