საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24–ე შემთხვევა დაფიქსირდა

© Sputnik / Alex Shlamovინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირებული იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 24–მდე გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსით ინფიცირებული იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა.

„კლების ტენდენცია არ გვაქვს, მატების ტენდეცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ შემთხვევები გვექნება... სამწუხაროდ, გვაქვს კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცემტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ყველა ახალი ამბავი
0