ახალი წიგნების პრეზენტაცია სერიიდან „რუსები საქართველოში“

გამოწერა
მულტიმედიურ პრეს-ცენტრში Sputnik საქართველო ოთხშაბათს, 11 მარტს, 12:00 საათზე შედგება პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნება ახალი წიგნების პრეზენტაციას სერიიდან „რუსები საქართველოში“.

ახალი წიგნები, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის "Русский клуб"-ის სახელგანთქმული სერიიდან „რუსები საქართველოში“, ეძღვნება პოეტ ანდრეი ვოზნესენსკის, მხატვარ ალექსანდრა კოსტიურინა-თავაძეს და ლეგენდარულ მომღერალს ფიოდორ შალიაპინს.

პრეზენტაციაზე წიგნის ავტორები მსმენელებს მოუთხრობენ ბოლო და დაგეგმილ გამოცემებზე და "Русский клуб"-ის უახლოეს ღონისძიებებზე.

სერიით “რუსები საქართველოში“ უკვე გამოვიდა წიგნები, რომლებიც მიეძღვნა ლევ ტოლსტოის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკს, ოსიპ მენდელშტამს, ნიკოლაი გუმილიოვს, ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკოს, გიორგი ტოვსტონოგოვს და სხვებს.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

- სერიის „რუსები საქართველოში“ კოორდინატორი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი ნინა ზარდალიშვილი-შადური;

- ჟურნალ "Русского клуб"-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე ვლადიმირ გოლოვინი;

- მხატვარ გრაფიკოსი, UNISEF-ის სამხატვრო კონკურსის ლაურეატი (2001) ოლესია თავაძე;

- ჟურნალისტი, სცენარისტი, რედაქტორი, ლიტერატურული და პუბლიცისტური რადიოგადაცემების წამყვანი მარინა მამაცაშვილი;

- პოეტი მზია ხეთაგური;

- თარჯიმანი ირინე გოჩაშვილი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0