კალაძე: „სვეტის“ მიერ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე  სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაწყების შესახებ საუბრობს.
კალაძე: „სვეტის“ მიერ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემების მოგვარებაში. მარტო დედაქალაქის მერია, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებდა ამ უდიდეს პრობლემას. აქ ჩართული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველას უკლებლივ მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და ათასობით ადამიანის გახარებისთვის. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მლნ ლარს შეადგენს და სამშენებლო სამუშაოებს კომპანია m2  განახორციელებს“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით,  თავდაპირველად სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება მირცხულავას ქუჩაზე, რასაც ეტაპობრივად მოჰყვება  დანარჩენ ობიექტები და სამ წელიწადში 2500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0