მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კარანტინის 14 დღე საკმარისია? ახალი ცნობა COVID 19-ის საინკუბაციო და ლატენტურ პერიოდებზე

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის დიაგნოსტიკა
კორონავირუსის დიაგნოსტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები განმარტავენ, რომ იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც პაციენტებს ინფიცირება 14 დღის გასვლის შემდეგ დაუდგინდათ, უკიდურესად მცირეა და მსოფლიოში ყველა დაავადებულის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. 

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ზოგი ვარაუდით, არსებობს საშიშროება იმისა, რომ 14 დღიანი კარანტინი COVID-19–ისთვის საკმარისი არ არის და ის 19 ან 24 დღემდეც კი უნდა გაიზარდოს. თუმცა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სწავლულების მიერ შექმნილმა მოდელმა კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდზე სულ სხვა სურათი აჩვენა. მათი კვლევა ჟურნალ Annals of Internal Medicine–შია გამოქვეყნებული. 

საინკუბაციო პერიოდი — ეს არის დრო ინფიცირებასა და დაავდების სიმპტომების გამოვლენას შორის. მისი ხანგრძლივობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელებასთან ბრძოლისა და ეფექტური კარანტინის განსაზღვრისთვის.

ახალი კორონავირუსის ტესტ-სისტემები - Sputnik საქართველო
ვრცელდება მითები COVID-19-ზე: ჯანმო განმარტებებს აქვეყნებს

ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჰუბეის პროვინციის გარეთ COVID-19–ის 181 შემთხვევა გააანალიზეს, რომლებიც 24 თებერვლამდე გამოვლინდა. გაითვალისწინეს რა ისეთი პარამეტრები თითოეული შემთხვევისთვის, როგორებიცაა შესაძლო ზემოქმედების დრო, სიმპტომების გამოვლენა, სხეულის ტემპერატურის მატება და ხელისუფლებისთვის ამის შესახებ ინფორმირება, სწავლულებმა საინკუბაციო პერიოდის მოდელი შექმნეს. 

ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ COVID-19–ის ინკუბაციის საშუალო პერიოდი 5,1 დღეა. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ დროში გამოუვლინდათ ინფიცირებულთა დაახლოებით ნახევარს სიმპტომები. დაავადებულთა 2,5%-ზე ნაკლებს ვირუსი უკვე პირველი 2,2, დღის განმავლობაში გამოაჩნდა, ხოლო 11,5 დღის შემდეგ ვირუსი უკვე ინფიცირებულთა 97,5%-ს დაუდგინდა.

გამომდინარე აქედან, კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ რეკომენდებული 14 დღიანი კარანტინი სრულიად ეფექტურია.

ამასთან, მეცნიერები განმარტავენ, რომ იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც პაციენტებს ინფიცირება 14 დღის გასვლის შემდეგ დაუდგინდათ, უკიდურესად მცირეა და მსოფლიოში ყველა დაავადებულის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. 

რატომ არ უნდა გვეშინოდეს კორონავირუსისა: ესპანელი მიკრობიოლოგი მიზეზებს ასახელებს>>

აღსანიშნავია, რომ ახალ კორონავირუსს ახასიათებს ის თავისებურებაც, რომ მისი ლატენტური პერიოდი შესაძლოა უფრო მოკლე იყოს, ვიდრე საინკუბაციო პერიოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებული ადამიანი შესაძლოა მაშინაც კი წარმოადგენდეს საფრთხეს გარშემო მყოფებისთვის, როდესაც თავად მას ჯერ კიდევ არ გამოვლენია დაავადების სიმპტომები.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 115 855 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID 19-ის შემთხვევები მატულობს: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (8 042), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 500), გერმანიასა (1 281) და აშშ-ში (755). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 087 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 048 პაციენტი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0