ნავთობზე ფასების კვალდაკვალ: რუბლის კურსი დაეცა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის ბირჟა
მოსკოვის ბირჟა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობზე ფასები მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა (OPEC+) ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ და გაეხანგრძლივებინათ ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ ხელშეკრულება.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსული რუბლი მინიმალურ ნიშნულს აჩვენებს ნავთობის კვალდაკვალ, რომლის ფასიც ამ უქმეებზე ერთ ბარელზე 35 აშშ დოლარს ჩამოსცდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

ვალუტის გამცვლელი პუნქტი მოსკოვში - Sputnik საქართველო
ახალი ვაჭრობის მოლოდინში: რუბლის კურსი რყევას განაგრძობს

კერძოდ, მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, დოლარის კურსი „ხვალისთვის“ გათვლით, დილის 11:06 საათისთვის (თბილისის დროით) 72,2 რუბლამდე გაიზარდა, ხოლო ევროს კურსი — 81,9 რუბლამდე. აღსანიშნავია, რომ დილით, მოსკოვის ბირჟის გახსნამდე აშშ დოლარის კურსი 72,99 რუბლი იყო, ხოლო ევროსი — 85 რუბლი.

ნავთობის ღირებულება დილიდან იზრდება და Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულებამ 36,90 აშშ დოლარს მიაღწია. ეს 7,4%-იანი მატებაა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსისთვის მთავარი მოსკოვის ბირჟის ვაჭრობაა, სადაც ძირითადი გარიგებები იდება და რომლებზეც ორიენტირებულია ცენტრალური ბანკი.

გამომდინარე იქიდან, რომ ორშაბათს მოსკოვის ბირჟაზე გამოსასვლელი დღე იყო, რუბლის კურსის ერთადერთ ორიენტირად Forex–ის საერთაშორისო ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი რჩებოდა.

OPEC+ — გარიგების ჩაშლა 

ნავთობის გადაზიდვა  - Sputnik საქართველო
მკვეთრი ვარდნის შემდეგ: ნავთობზე ფასები კორექციულად იმატებს

ნავთობზე ფასები მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა (OPEC+) ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ და გაეხანგრძლივებინათ ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ ხელშეკრულება.

ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ OPEC-ისა და იმ ქვეყნების შეთანხმება, რომლებიც ორგანიზაციაში არ შედიან (OPEC+), 2017 წლის დასაწყისიდან მოქმედებს. ის არაერთხელ გაგრძელდა, თუმცა პირობები არ შეცვლილა.

კერძოდ, შეთანხმების თანახმად, 2019 წლის ბოლომდე მოპოვებები 1,2 მლნ ბარელით უნდა შემცირებულიყო დღე-ღამეში 2018 წლის ოქტომბერთან შედარებით. ხოლო 2020 წლის პირველ კვარტალში ალიანსს მოპოვებები 1,7 მლნ ბარელით უნდა შეემცირებინა.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა პარასკევს განაცხადა, რომ 1 აპრილს OPEC+-ის შეთანხმებას მოპოვებების შემცირების შესახებ ვადა გასდის. მოსკოვი არ დათანხმდა კარტელის წინადადებას, დამატებით შეემცირებინა მოპოვებები მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო. რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნებას მოითხოვდა, ხოლო საუდის არაბეთი – პირიქით – დამატებით შემცირებებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0