ლიტერატურულმა პრემია „ლიტერამ“ ნომინანტების ლონგ–ლისტი გამოაქვეყნა

© photo: press-service of the Ministry of Culture of Georgiaპრემია „ლიტერა"
პრემია „ლიტერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ქართულმა ლიტერატურულმა პრემია „ლიტერამ“ კონკურსის ნომინანტების გრძელი სია გამოაქვეყნა – მასში შესულია 20 მწერლის, მათ შორის, აკა მორჩილაძის, გელა ჩარკვიანის, გურამ ოდიშარიას ნაწარმოებები, აღნიშნულია მწერალთა სახლის განცხადებაში.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება.

საერთაშორისო ფესტივალის Open Eurasia Book Forum and Literature Festival ლაურეატები - Sputnik საქართველო
ქართველი მწერალი ბრიუსელის ფესტივალის ლაურეატი გახდა

სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებს. ექვს ნომინაციაზე წარდგენილია 128 წიგნი. კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარმოადგენს.

კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება. გამარჯვებულს გამოავლენენ ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს 5 000 ლარს. 

ყველა ახალი ამბავი
0