მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა
„33-ვე პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი. ამ პაციენტების ნაწილი უკვე საკარანტინო სივრცეშია, ან თვითიზოლაციაშია და ჯერჯერობით გრძელდება ეს პროცესი. ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო და (დაავადების) განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა. ის მკურნალობას ექვემდებარება. გარდა ამისა, სამ პაციენტთან დაავადება, ასე ვთქვათ, საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. მათთან არის დაფიქსირებული ვირუსული პნევმონია და მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 15-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 ადამიანი.