Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩავაგდოთ“ – ქართველები იტალიაში

© REUTERS / MANUEL SILVESTRIიტალიელი გოგონების ჯგუფი ვენეციაში სან-მარკოს მოედანზე
იტალიელი გოგონების ჯგუფი ვენეციაში სან-მარკოს მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ქვეყნებს შორის, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, იტალია ერთ-ერთი ლიდერია. არაოფიციალური სტატისტიკით, ის ერთ-ერთი ლიდერია ქართველი ემიგრანტების რაოდენობითაც. გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით იტალიაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ამჟამად ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე.

ჩვენ დავუკავშირდით პავიაში მცხოვრებ ცნობილ საოპერო მომღერალს, ქალბატონ ნანა ქავთარაშვილს, რომელმაც გვითხრა:

© FB/Nana Mirianiნანა მირიანი (ქავთარაშვილი)
„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩავაგდოთ“ – ქართველები იტალიაში - Sputnik საქართველო
ნანა მირიანი (ქავთარაშვილი)

- ძალიან დაძაბული ვართ, რაც ახლა ხდება, კატასტროფაა. ქუჩაში ვეღარ გავდივართ. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გასვლა, თუ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობა და აუცილებელი მიზეზი გვაქვს. სუპერმარკეტში და აფთიაქებში გაჩერებენ და გამოწმებენ. ნიღბების გარდა ხელთათმანებიც აუცილებელია რომ გვქონდეს. ინფიცირებულთა რიცხვი ინტენსიურად იზრდება.

- იტალიის ციხეში არსებული სიტუაციის შესახებ გავიგეთ...

- მაგ მხრივ სრული განუკითხაობაა, პატიმრები ციხიდან გაიქცნენ და 26 საპატიმროში აჯანყება მოაწყვეს.

- თუ გსმენიათ იმ ქართველების შესახებ, ვინც საქართველოში დაბრუნებას აპირებს?

- კიდეც რომ აპირებდნენ, არავის გაუშვებენ, ქალაქს ვერავინ დატოვებს. აეროპორტამდე ვინ მიგვიშვებს? სიტუაციის გამოსასწორებლად ჯარიც გამოიყვანეს. მიუხედავად ყველაფრისა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ...

© photo: Liana Abuladze / FBლიანა აბულაძე
„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩავაგდოთ“ – ქართველები იტალიაში - Sputnik საქართველო
ლიანა აბულაძე

მილანში მცხოვრები ლიანა აბულაძე თავის ფეისბუქ-გვერდზე წერს, რომ ლომბარდიაში, სადაც ათ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. იმის გამო, რომ სწორედ ლომბარდიაშია ძალიან ბევრი მოხუცი, აქ გარდაცვლილთა რიცხვიც დიდია. მილანსა და მის შემოგარენში დაწყებულია შემოწმებები, ამიტომ სახლიდან გასვლისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო. „ამას არ დავიჯერებდი, – წერს ლიანა აბულაძე, – მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროდან მომივიდა სპეციალური საშვი სამსახურში სასიარულოდ. ვინც წესებს არღვევს, ჯარიმდება ან სისხლის სამართალს ექვემდებარება“.

© photo: courtesy of Teona Kasareliთეონა კასარელი
„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩავაგდოთ“ – ქართველები იტალიაში - Sputnik საქართველო
თეონა კასარელი

რადგან ყველაზე მეტი ქართველი იტალიის ქალაქ ბარიშია, იქ არსებული სიტუაციის შესახებ თეონა კასარელს ვთხოვეთ, რომ მოეთხრო:

- რა გითხრათ... ბარიში ცუდი სიტუაციაა, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ჩაკეტილი არ ვარ, სამსახურშიც დავდივარ, თუმცა სოციალური ცხოვრება ფაქტობრივად აღარ გვაქვს, არსად არ გავდივართ...

- სადაც ხართ, იქ ნიღბები თუ იშოვება?

- არა, თქვენ წარმოიდგინეთ, არანაირი ნიღაბი არ მაქვს. მე პირადად ვერ შევიძინე, რადგან აბსოლუტურ დეფიციტშია. სიმართლე გითხრათ, ქალაქში არც არავინ დადის ნიღბით.

- იტალიის ტელეარხები თუ გასცემენ რაიმე რეკომენდაციას?

- თავისთავად, და სწორედ ამ რეკომენდაციების დაცვა არის თავის დაცვის ერთადერთი საშუალება. ისინი ძირითადად ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობაზე საუბრობენ. მთავარი მითითება კი მაინც ხალხმრავალი ადგილების მორიდებაა...

- თუ გსმენიათ, ქართველები შემოვლითი გზით თუ აპირებენ საქართველოში დაბრუნებას?

- მართალია, ფრენები შეწყვეტილია, მაგრამ შემოვლითი გზაც საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, ზუსტად გზაშია დასნებოვნების დიდი რისკი, თანაც, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ საკუთარი ოჯახი და ქვეყანა საფრთხეში არ ჩავაგდოთ...

- საქართველოს საკონსულოს თუ აქვს თქვენთან კავშირი?

- პასუხისმგებლობა ემიგრანტებთან კომუნიკაციაზე საკონსულომ აიღო თავის თავზე. საკონსულოს მხრიდან ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ, 24 საათი მუშაობს „ცხელი ხაზი“. მას მუდმივი კავშირი აქვს ქართველებთან. მეილზე ყველას უგზავნიან შეტყობინებებს, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, ერევიან კიდეც. ეს უზარმაზარი თანადგომაა, რომელიც გამშვიდებს და იმის იმედს გაძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში მარტო არ დარჩები. მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ყურადღების გამო, რასაც იტალიაში არსებული ჩვენი საკონსულო თავისი თანამემამულეების მიმართ იჩენს.

- სულიერ მხნეობას გისურვებთ, ძალიან ვნერვიულობთ თქვენ გამო...

- დარწმუნებული ვარ, ალბათ შორიდან უფრო მძიმე სანახავები ვართ, ვცდილობთ, რომ აქ მყოფებმა ერთმანეთი გავამხნევოთ...

© photo: Manana Memanishvili / FBმანან მემანიშვილი სამუშაო ვითარებაში
„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩავაგდოთ“ – ქართველები იტალიაში - Sputnik საქართველო
მანან მემანიშვილი სამუშაო ვითარებაში

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ბარის ქართული ასოციაცია "ფესვების" პრეზიდენტს მანანა მემანიშვილს, რომელმაც გვითხრა:

- ათი წელია რაც აქ ვარ, ხალხი ძალიან გვენდობა და ჩავთვალე, რომ ჩემი აზრი აუცილებლად უნდა გამომეთქვა. საჭიროა ჩვენი ხმა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და თავშეყრის ადგილებს მოვერიდოთ.

თავის ფეისბუქ-გვერდზე ის წერს: 

„ჩემო ძვირფასო ქართველო ემიგრანტებო! მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ პატივი ვცეთ იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას და შეძლებისდაგვარად დავიცვათ უსაფრთხოების წესები (რომელსაც განუწყვეტლივ იმეორებს აქ ტელევიზიის ყოველი არხი). მდგომარეობა მართლაც რთულია, როგორც პულიას რეგიონის პრეზიდენტმა მიქელე ემილოანომ განაცხადა, ამ ბოლო დღეებში ჩრდილოეთ იტალიის წითელი ზონებიდან 9000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა რეგიონში. გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება, დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია. ჩვენთვის პიროვნულ კეთილდღეობაზე მაღლა მორალური ვალდებულებები დგას. პირველ რიგში გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ნუ დავაყენებთ რისკის ქვეშ ნურც საკუთარ თავს და ნურც ჩვენი ახლობლებისა და მეგობრების სიცოცხლეს, განურჩევლად ეროვნებისა...

ჩემს ქართველებს ვთხოვ გაფრთხილდნენ და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ღმერთი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი“.

 

ყველა ახალი ამბავი
0