ეკლესიებში დეზინფექცია, შესაძლოა, ბიზნესმა დააფინანსოს

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კერძო კომპანიებს სთხოვა – ეკლესიებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო სადეზინფექციო საშუალებები უფასოდ მიაწოდონ.
ეკლესიებში დეზინფექცია შესაძლოა, ბიზნესმა დააფინანსოს
„გუშინ ტელეფონით მელაპარაკა საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეს ვთხოვე იმ კომპანიებს, ვინც არეგისტრირებენ ამ ნივთიერებებს, რომ მიეხმარონ, თუ შეიძლება, ჩვენს დედა ეკლესიას და ქველმოქმედების წესით მიაწოდონ ეს სადეზინფექციო საშუალებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი აქვს 15 პაციენტს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 56 პაციენტი რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0