Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ღვინიაშვილი ქალიშვილის ნახატს აქვეყნებს – ნახეთ თინეიჯერის შეუდარებელი შემოქმედება

© Photo: Salome Gviniashvili / FBსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელმა და ტელეწამყვანმა მის ქალიშვილს ტასო ხიზანიშვილს სამუშაო გარემოში შეუსწრო. მოდელმა შვილს ულამაზესი სურათი უსახსოვრა. მოზარდი ძალიან ლამაზად ხატავს. რა დახატა სალომე ღვინიაშვილის ქალიშვილმა? უახლესი ფოტო სოციალური ქსელიდან.

სალომე ღვინიაშვილის ოჯახი გასაიდუმლოებული ფაქტის გამჟღავნების შემდეგ უფრო ცნობილი გახდა. სალომესთვის ფეხბურთელთან დაოჯახება საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, ეს მისი მეორე ქორწინებაა. წყვილს საერთო ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. სალომე ღვინიაშვილს სოციალურ ქსელში ინდივიდუალიზმით გამორჩეული ფოტოები აქვს. სწორედ ეს არის მისი პირადი სივრცის ხიბლი. ტელეწამყვანის ვირტუალური სივრცე ერთ მიკრობლოგადაა გადაქცეული, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. მას 171 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება. აღმოჩნდა, რომ სალომეს რთული და მტკივნეული ცხოვრება ჰქონდა. ის ადრეულ ასაკში მამაკაცზე გათხოვდა, რომელიც არ უყვარდა. სუპერ-მოდელს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი შეეძინა.

View this post on Instagram

𝑻𝒂𝒔𝒐♡

A post shared by Salome Gviniashvili (@salomegviniashvili) on

„17 წლის ვიყავი, როდესაც დათუნა დაიბადა, ერთი წლით პატარა, ვიდრე დღეს თვითონაა. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ყველაზე კარგად ამიტომ ვუგებთ ერთმანეთს. გილოცავ, დე!“ – წერდა ტელეწამყვანი საკუთარ მიკრობლოგში. სალომე ღვინიაშვილი პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა, როდესაც მას ფაქტობრივად არავინ იცნობდა. მისი კარიერა სარეკლამო რგოლების გადაღებით დაიწყო და დღემდე აქტიურად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ მოდელმა პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, სამოდელო კარიერითა და დიზაინერობით დაინტერესდა. მისი მეორე მეუღლე ყველასთვის ცნობილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილია. მათ ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ – ტასო და ნიტა. ძმასთან დათუნა აბულაძესთან შედარებით, გოგონები ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდებიან. სწორედ ტასო ხიზანიშვილის სურათი გამოაქვეყნა სალომემ. გოგონა ხატვას დამოუკიდებლად ეუფლება.

ტასო ხიზანიშვილმა პორტრეტი დახატა. გოგონა ხელოვნებითაა გატაცებული. ფერად ნახატზე ჟღალთმიანი გოგოა აღბეჭდილი. ფეხბურთელისა და მოდელის ქალიშვილმა სხვადასხვა საღებავები მოიმარაგა და საქმეს შეუდგა. სალომე ღვინიაშვილმა ეს დააფიქსირა, სოციალურ ქსელში სურათი გაავრცელა და ტასო ხიზანიშვილი მონიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0