Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნატატა მზეზე ირუჯება, თინანუნა ჯამფერში“ – როგორ გამოიყურებიან ნოდარ მელაძის ტყუპები

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
7 თვის თინანოსა და ნატატას უახლეს სურათებს პოპულარული მამა აქვეყნებს. ნოდარ მელაძის ქალიშვილებს თვალს ვერ მოსწყვეტთ. როგორ გამოიყურებიან გოგონები თვეების შემდეგ?

„ნატატა მზეზე ირუჯება, თინანუნა ჯამფერში“ – ამ წარწერით ახალბედა მამამ ულამაზესი სურათები გამოაქვეყნა. პოზიტიური გოგონები თამაშით ნებივრობენ. ნატატა მზეს შეზლონგში ეფიცხება, ხოლო პატარა თინანო ე.წ. „ჯამფერში“ თამაშობს. ლამაზი ტყუპების უახლეს სურათს ცნობილი სახეები და ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ.

20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის რეორგანიზებას ეხებოდა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ სულ მალე მამა გახდებოდა. 26 აგვისტოს კი ჟურნალისტს ტყუპი ქალიშვილი შეეძინა. ტყუპებს ნატატა და თინანო დაარქვეს. სოციალურ ქსელში გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. უახლეს ფოტოზე ნატატა მზეზე ირუჯება, ხოლო თინანო სახლში თამაშობს. ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-დან ახალ „მთავარ არხზე“ გადავიდა და მუშაობას საინფორმაციო გამოშვების უფროსის პოზიციაზე განაგრძობს. ნოდარ მელაძის მზრუნველობა და შვილების მიმართ თბილი დამოკიდებულება „მთავარი არხის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ პირველ სიუჟეტშიც გამოჩნდა. ახალბედა მამა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, შვილებს დიდ დროს უთმობს. ახალი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნოდარი ნატატას და თინანოს დიდი სიყვარულით უვლის. „სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. Tea Tsetskhladze მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – დაწერა მე­ლა­ძემ.

„რაც შეეხება ტყუპებს... ერთი ძალიან ჭკვიანი, მშვიდი და დინჯია, ზედმეტად არ გვაწუხებს თინანო. თავისთავს ირთობს. რაც შეეხება მეორეს, ნატატო სულ ხელში უნდა გეჭიროს, თუ არ აიყვან ხელში, აუცილებლად მიიქცევს შენს ყურადღებას. მათი დაბადების შემდეგ ჩემში შეიცვალა ის, რომ ყოველ ზედმეტ წუთს ვცდილობ მათთან გავიქცე და ტყუპებთან ერთად ვიყო“, – განაცხადა მელაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0