მდინარაძე: ჩვენ არ დავეთანხმეთ იმ მახინჯ სისტემას, რომელსაც 20 მაჟორიტარი ჰქვია

© photo: Mamuka Mdinaradze / FBმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევის შესახებ საუბრობს.
მდინარაძე: ჩვენ არ დავეთანხმეთ იმ მახინჯ სისტემას, რომელსაც 20 მაჟორიტარი ჰქვია
„ჩემი აზრით, შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება, რაშიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ჩვენ არ დავეთანხმეთ იმ მახინჯ სისტემას, რომელსაც 20 მაჟორიტარი ჰქვია. „ქართული ოცნება“ არჩევნებზე 50%-ზე მეტ მხარდაჭერას ელოდება“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის მოდელის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „120/30“ ვარიანტით ჩატარდება. ასევე პარტია, რომელიც ამომრჩევლის 40%-იან მხარდაჭერას ვერ მიიღებს პროპორციულ არჩევნებში, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს. გამსვლელი ბარიერი კი 1%-ით განისაზღვრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0