ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია: არველაძე განცხადებას ავრცელებს

გამოწერა
არველაძე აზუსტებს, რომ სამსახურში არ გამოცხადებულა, „მით უფრო, რომ უქმე დღე იყო“ და არავის შეხვედრია ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ასევე თვითიზოლაციაში არიან. 

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ვინაიდან მქონდა კონტაქტი  კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან, ვიმყოფები თვითიზოლაციაში, წერს საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 

„გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონა ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არცერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით“, ნათქვამია არველაძის განცხადებაში. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არ გამოვლენია კორონავირუსით ინფიცირების არანაირი სიმპტომი, სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩება, რათა ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი არ გახდეს. 

კორონავირუსის ტესტები - Sputnik საქართველო
რატომ არ უნდა გვეშინოდეს კორონავირუსისა: ესპანელი მიკრობიოლოგი მიზეზებს ასახელებს

არველაძე აზუსტებს, რომ სამსახურში არ გამოცხადებულა, „მით უფრო, რომ უქმე დღე იყო“ და არავის შეხვედრია ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ასევე თვითიზოლაციაში არიან. 

„ჩემი მაგალითით მოგიწოდებთ ყველას, ვინც იმოგზაურეთ მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებში ან ჩემსავით კონტაქტი გქონდათ კორონავირუსის მატარებელ პირებთან, გადადით თვითიზოლაციის რეჟიმში, რათა ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი არ შეუწყოთ ვირუსის შემდგომ გავრცელებას“, — წერს მინისტრის მოადგილე. 

ამ დროისათვის საქართველოში COVID-2019–ით ინფიცირებულია 15 ადამიანი. კარანტინში რჩება 178 კაცი, ხოლო კიდევ 56–ს  კლინიკებში აკვირდებიან ექიმები.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 111 445 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 3 892 და გამოჯანმრთელდა 62 392 პაციენტი.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველო და კორონავირუსი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია: არველაძე განცხადებას ავრცელებს  - Sputnik საქართველო
საქართველო და კორონავირუსი
ყველა ახალი ამბავი
0