Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე და ჩემი ხუჯიკები“ – როგორ გამოიყურებიან ეკა ხოფერიას პატარა ვაჟები? – ფოტო

© Photo: Eka Khoperia / FBეკა ხოფერია
ეკა ხოფერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი და ჟურნალ „სითის“ მთავარი რედაქტორი ვაჟებთან ერთად უახლეს სურათს აქვეყნებს. მალე ბიჭები სიმაღლეში დედ-მამას გაასწრებენ. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან მოზარდები.

ეკა ხოფერია და მისი მეუღლე მიშა ხუჯაძე 12 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ. წარმატებული ჟურნალისტის მეუღლე პროფესიით ექიმია. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წყვილი სამ შვილთან ერთად ინტენსიურ ურთიერთობასა და საოჯახო ვითარებაში დროის გატარებას ყოველთვის ახერხებს. ეკა ხოფერიასა და მიშა ხუჯაძეს ორი საერთო ვაჟი ჰყავთ.

View this post on Instagram

#aboutlastweek #madrid @ananolevidze

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

ეკა ხოფერიას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ანანო ლევიძე ჰყავს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ ანანო შორს ცხოვრობს და ძმებთან ინტენსიური ურთიერთობა არ აქვს, უმცროსი ძმები და უფროსი და ძალიან მეგობრობენ. ეკა აღნიშნავს, რომ მიშასთან დაწყებული ურთიერთობის პერიოდში ანანო გარდატეხის ასაკში იყო და ძალიან ეჭვიანობდა. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და დალაგდა. მიშა და ეკა ანანოს ესპანეთში ხშირად აკითხავენ და ერთად მოგზაურობენ.

View this post on Instagram

Me and my khujiks ) for @citymagazineofficial @kidsgallery.ge photo @anna_kostomarova

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევების ფონზე განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს. მორიგი უახლესი სურათი ჟურნალ „სითის“ ახალ ნომერში მოხვდება. ეკა ხოფერია უმცროს ვაჟებთან ერთად პოზირებს.

ყველა ახალი ამბავი
0