საზოგადოებისთვის საინტერესო პერსონებს შორის ქართველი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მოწინავე ადგილს იკავებს. სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდს და მის ახალ გადაცემას „სხვა ნანუკას“ უამრავი მიმდევარი ჰყავს. „ნანუკას შოუს“ გადაცემის შინაარსი შეეცვალა. ახლა ნანუკა ჟორჟოლიანი მეტად კრიტიკული, სოციალურ თემებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული გახდა. მის მონოლოგებს 300 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი განხილვა ახლავს. ჟურნალისტი სკანდალურ განცხადებებს არ წყვეტს.
Посмотреть эту публикацию в Instagramlook by @datunasulikashvili makeup @mgoshxeteliani 💇🏼♀️ by @mishagasitashvili
მისი ახალი გადაცემა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გახდა. ნანუკა ახალ თოქ-შოუში ისეთ გმირებს იწვევს, რომლებიც ადამიანებს ერთი პრობლემის გარშემო აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ გარდა გადაცემებისა, ტელეწამყვანი სოციალური ქსელის „ლაივ-ტრანსლაციებს“ იყენებს და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე საჯაროდ საუბრობს.
ნანუკა ჟორჟოლიანს და მის ორ შვილს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. საფრანგეთში მცხოვრებ ქალიშვილს აქტივისტ მარიამ გეგუჩაძეს დედა ხშირად აკითხავს. რთული და ხანგრძლივი ფრენის მიუხედავად, ნანუკა და მარიამი ერთმანეთს ინტენსიურად ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გადატვირთული გრაფიკი აქვთ დედა-შვილი სხვადასხვა კურორტზეც ერთიანდება. უკანასკნელი შეხვედრა მათ შრი-ლანკაზე ჰქონდათ. თუმცა, მარიამი თბილისშიც ინტენსიურად ჩამოდის. აშკარაა, რომ ტელეწამყვანი და „ინფლუენსერი“ ყველაზე ჰარმონიულად თავს სწორედ შვილებთან გრძნობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ნოსტალგიურ განწყობაზე გადაერთო. ტელეწამყვანმა ქალიშვილისა ძველი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ორივე პატარები არიან. სურათს წარწერა- „ის ჩემი ყველაფერია“ ახლავს. ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში სწავლობს საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებია. ნანუკა და საბა მას ხშირად აკითხავენ, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.