სენსაციური ვერცხლი  – ქართველი მოციგურავეები მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონები გახდნენ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმარია კაზაკოვა და გიორგი რევია
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მოციგურავეებმა 2018 წელს მეცხრე დაგილი დაიკავეს, ხოლო გასულ წელს ჩემპიონატი მეექვსე ადგილით დაამთავრეს

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ქართველ მოციგურავეთა – მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ტალინში გამართულ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ორი პროგრამის მიხედვით ჩვენმა მოციგურავეებმა ჯამში 176,19 ქულა დააგროვეს. მათ სულ 0,99 ქულა დააკლდათ გამარჯვებული – ევოლი ნგუენისა და ვადიმ კოლესნიკის ამერიკული წყვილის შედეგამდე. ბრინჯაო ელიზავეტა შანაევა–დევიდ ნარიჟნის რუსულმა დუეტმა მოიგო (175,17).

კაზაკოვა/რევია, თავიანთი კარიერის განმავლობაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო კვარცხლბეკზე ავიდნენ. ქართველმა მოციგურავეებმა 2018 წელს მეცხრე დაგილი დაიკავეს, ხოლო გასულ წელს – მეექვსე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე იუნიორთა შორის პირველად იყო წარდგენილი ყველა დისციპლინაში. თუმცა, გამოსვლა არცთუ წარმატებული იყო. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ნიკა ეგაძემ მე–18 ადგილი დაიკავა. ანა ურუშაძემ იგივე შედეგი აჩვენა ქალთა შორის, ხოლო ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას დუეტმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0