8 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები 

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 8 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 მარტი

1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.

© FB/ Zodiac Signsთევზები
8 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები  - Sputnik საქართველო
თევზები

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.

როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

8 მარტს დაბადებულები

8 მარტს დაბადებულების ცხოვრების გზა გამარჯვებებისა და დამარცხებების, მეგობრების მხარდაჭერისა და მტრების ღალატის მონაცვლეობაა - ეს მათი კარმული ვალია. თუ მარტოობის რელსებიდან გადავლენ, დარწმუნდებიან საკუთარ ძალებში, არ დაკარგავენ იმედს და შეინარჩუნებენ ოცნებებს, სძლევენ თავიანთ კარმას და ნებისმიერი უსიამოვნებიდან ღირსეულად გამოვლენ, მოიპოვებენ ბედნიერებას.

8 მარტს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარი გზის მოძებნა. გზა შეიძლება ადრეულ ასაკშივე აირჩიონ. მათი ცხოვრება სხვადასხვა „ქარიშხლიანი“ მომენტებითაც არის სავსე და მარტოობითაც. ემოციური თვალსაზრისით რთული და მრავალმხრივი არიან, ნებისმიერ საკუთარ საქციელს აკრიტიკებენ და ასჯერ ამოწმებენ. ისინი აფასებენ ტრადიციებს, თუმცა მოძველებული მოსაზრებების წინააღმდეგაც შეუძლიათ წასვლა.

თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

მათი იდეები გარშემომყოფებში იშვიათად პოულობს მხარდაჭერას, ეს კი ამ დღეს დაბადებულებში მუდმივ დაძაბულობას ქმნის. ადამიანებთან ურთიერთობებში მერკანტილურობა იგრძნობა, მათთვის უანგარობა სენტიმენტალურობის სინონიმად აღიქმება. ეს ადამიანები როლებს შესანიშნავად ასრულებენ. უგრძნობი და ჩვეულებრივი ადამიანის შირმის უკან საკუთარ თავზე, სრულყოფილების მიღწევაზე დიდი მუშაობა იმალება. ამ მუშაობის შედეგად ისინი არნახული სიმაღლეების დაპყრობაზე ოცნებობენ, რომლის შესახებაც მთელი მსოფლიო შეიტყობს. თუ არ შეიტყობს, თავის ექსტრავაგანტულობას ნებისმიერ შემთხვევაში მაინც გამოხატავს.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მათში ჩადებულია საოცარი მაგნეტიზმი, მიმზიდველობა; შეუძლიათ ჰიპნოზური ეფექტის მოხდენაც და სხვებზე თავიანთი მომხიბვლელობით, ინტუიციითა და გონებით მოქმედებენ, თუმცა, სხვებზე თავიანთ ზეგავლენას იშვიათად იყენებენ. ახალგაზრდობაში უმეტესად ემოციებს მიჰყვებიან, ასაკში კი თავს აკონტროლებენ.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებული მამაკაცებისთვის საშიში ვითარებები უცხო არ არის, ამიტომ უნდა გაითვალისწინონ ყველა ნეგატიური შედეგი მოგზაურობისა თუ ვარჯიშის დროს. ზომიერება უნდა დაიცვან სპორტშიც, კვებაშიცა და სიამოვნების მიღებაშიც. შეიძლება საშინელი შედეგები მოჰყვეს, თუ ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს მიეძალებიან. უდიდეს გამოცდებს ისინი, როგორც წესი, ღირსეულად უმკლავდებიან. სულიერი სიმშვიდისთვის მშვიდი დასვენებაა მათთვის საჭირო. 8 მარტს დაბადებულებს დიდ პრობლემებს შეუქმნის ენერგეტიკულ ვამპირთან შეხვედრა, შეიძლება თვითკონტროლიც კი დაკარგონ, ამიტომ ასეთ ადამიანებს არ უნდა გაეკარონ.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

რჩევა:

შეინარჩუნეთ შინაგანი წონასწორობა. სხვის ცხოვრებას სიფრთხილით მოეპყარით, ნუ მიაყენებთ ტკივილს. არ გიხდებათ მსხვერპლის როლი, ნუ შეიცოდებთ საკუთარ თავს - ეს ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ. ხანდახან სერიოზულობა გვერდზე გადადეთ - ღიმილი გიხდებათ. იპოვეთ თქვენი ადგილი სოციუმში.

ყველა ახალი ამბავი
0