ჩრდილოეთ იტალიაში გამოცხადებული კარანტინი 16 მლნ ადამიანს შეეხო

© REUTERS / FLAVIO LO SCALZOსამხედროები მილანის ცენტრში კორონავირუსზე გამოცხადებული კარანტინის შემდეგ
სამხედროები მილანის ცენტრში კორონავირუსზე გამოცხადებული კარანტინის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ პერიოდის განამავლობაში გაუქმდება ყველა მასობრივი ღონისძიება. აიკრძალება მათ შორის ქორწილები, დაკრძალვის ცერემონიები და რელიგიურ რიტუალებზე შეკრებები

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. იტალიის ჩრდილოეთში, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში კარანტინი გამოცხადდა, იუწყება ბრიტანული ტელერადიომაუწყებელი კომპანია BBC.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინი, რომელიც 3 აპრილამდე იმოქმედებს, დაახლოებით 16 მლნ მოქალაქეს შეეხო.

აკრძალვები შეეხო მილანის ფინანსურ ცენტრსა და ვენეციასაც.

ჯარიმა ემუქრება ყველას, ვინც ლომბარდიაში შესვლას ან იქიდან გამოსვლას სპეციალური ნებართვის გარეშე შეეცდება. კარანტინის დარღვევისთვის სასჯელი 3-თვიანი პატიმრობაა.

კარანტინის პერიოდში სრულად დაიკეტა მუზეუმები, სათხილამურო კურორტები, ღამის კლუბები, საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზები. აღსანიშნავია, რომ რესტორნებსა და კაფეებს აკრძალვა არ შეეეხება, თუმცა ადამიანები ერთმანეთისგან სულ მცირე ერთი მეტრის მოშორებით უნდა ისხდნენ.

ტურისტები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთსა და მსოფლიოში - 8 მარტის მონაცემები

ამ პერიოდის განამავლობაში გაუქმდება ყველა მასობრივი ღონისძიება. აიკრძალება მათ შორის ქორწილები, დაკრძალვის ცერემონიები და რელიგიურ რიტუალებზე შეკრებები.

ასევე, სპორტული ღონისძიებები გულშემატკივრების გარეშე უნდა ჩატარდეს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 50-ზე მეტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი ერთ დღეში 1200-დან 5883-მდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0