ხანძარი გურიაში – სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის

© AP Photo / Thanassis Stavrakisხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, მეხანძრე–მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცეცხლი ნაძვნარს უკიდია და დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული. 

„ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 60-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0