კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმღები
საავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმღები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის საქართველოს 42 მოქალაქეა მოთავსებული.

 

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა და,  სავარაუდოდ, მასაც ორმხრივი პნევმონია აქვს, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "იმედზე"

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ–ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს

 

 

ცერცვაძის განცხადებით,  კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტიდან ორი ადამიანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენი ათი პაციენტიდან ერთის კლინიკური ნიშნები, აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას კი მინიმალური სიმპტომები – ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი  და მსუბუქი ხველა აღენიშნება.

 „ისევ გვყავს ინფიცირებული 12 პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა, ტემპერატურამ აიწია 38-მდე და სავარაუდოდ, მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია“, – განაცხადა  ცერცვაძემ.

დღეს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ  კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 42 პაციენტია მოთავსებული. მათგან 17-ის ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ჯერ ცნობილი არ არის.

8 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით ინფიცირებული 12 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთი კი საჩხერის კლინიკაში.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 127 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 58 ადამიანი გადის.

 

ყველა ახალი ამბავი
0