ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

© Pixabay / MarcelloRabozziციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ყველა იმ სივრცეში, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში გარედან შემსვლელი პირი შეიძლება მოხვდეს

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მასშტაბით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„შვიდ მარტს სამუშაოები ტარდება N2, N3, N5, N6, N8, N11, N12, N14, N16, N17, N18 პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე გარე დაცვის, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოების ბაზებზე. რვა მარტს დეზინფექცია ჩაუტარდება N7, N9, N15 და N19 პენიტენციურ დაწესებულებებში. 14 მარტს დეზინფექცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება>>

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ყველა იმ სივრცეში, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში გარედან შემსვლელი პირი შეიძლება მოხვდეს. კერძოდ, საზოგადოებრივ მისაღებებში, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებში, სამედიცინო ნაწილში, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილ ოთახებში, საგამოძიებო ოთახებში და პატიმრების საცხოვრებელი კორპუსების დერეფნებში. სამუშაოები სპეციალურად არასამუშაო დღეებში ტარდება.

საპატიმრო - Sputnik საქართველო
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საპატიმროებში განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა

პერიოდულად კვლავ მოხდება პენიტენციურ დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

ამასთან, კორონავირუსის საპატიმროებში შეღწევის თავიდან აცილების მიზნით პატიმრებისთვის განსაკუთრებული რეჟიმი შემოიღეს – მათ მოუწევთ დროებით უარი თქვან პაემნებზე და დაწესებულების გარეთ გასვლაზე. განსაკუთრებული რეჟიმი 5 მარტს დაწესდა და 19 მარტის ჩათვლით იმოქმედებს.

დადგენილ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ეკრძალებათ ხანგრძლივი და მოკლე პაემნები, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა, აგრეთვე განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

ყველა ახალი ამბავი
0