Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუკი კოშკელიშვილის ვაჟი მამის უზარმაზარი ფეხსაცმელებით მოძრაობს - ბიჭუნას სასაცილო ვიდეო

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი სამშობლოს დაუბრუნდა და სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ გადაღებებზე დასწრებას არ წყვეტს. მანამდე კი, ვაჟთან ერთად მყუდრო ვითარებაში გატარებულ წუთებს აზიარებს. ოლივერმა უზარმაზარი ფეხსაცმელი მოირგო და სიარულს ცდილობს. ვიდეო პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

ბენჯიმ და ნუკიმ ოლივერს Instagram- ის გვერდი შეუქმნეს, რომელსაც თავად აკონტროლებენ. ოლივერის პირად გვერდზე უამრავი სახალისო ფოტო-ვიდეო ვრცელდება. პატარა მოუსვენარი ბიჭი დიდ ყურადღებას მოითხოვს, რასაც მშობლები არ აკლებენ. მის გვერდზე ისეთი ვიდეოები ვრცელდება, რომელზეც ბიჭუნა აჭარულის მოტივებზე ცეკვას ცდილობს. გარდა ამისა, ნუკის დედამთილთან ერთად მოხდენილად ცეკვავს. ახლა კი, ყოფილმა მოდელმა ვაჟის ვიდეო გაავრცელა, სადაც ოლივერი 10 ზომით დიდი ფეხსაცმლით დადის.

Посмотреть эту публикацию в Instagram

დედის დღეს გილოცავთ!!! მეორე წელია მეც მილოცავენ, რა მაგარი გრძნობა ყოფილა. დედა მიყვარს თავდავიწყებით, როგორც ნებისმიერ თქვენგანს, რომ ვეუბნებოდი ხოლმე მიყვარხარ თქო, მპასუხობდა “შეუძლებელია შვილს დედა უყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე დედას შვილიო”. მართალი იყო, სული მეკვრება ამ ბავშვის სიყვარულში. ძალიან სადღიგრძელოსავით გამომივა, მაგრამ რა ვქნა. აი ამ პატარა ჭიქით და აი ამ დიდი გულით🙈, მინდა ყველა დედას გაუმარჯოს!!! ის სიყვარული რასაც თქვენ აფრქვევთ, ის შრომა რასაც თქვენ გადიხართ, ის ნერვიულობა რომლითაც თქვენ ბავშვის ყოველ ნაბიჯზე ღელავთ. დედა არის საოცრება, დედა არის ყველაფერი. გილოცავთ დედიკოებო, შვილები გყავდეთ ჯანმრთელად, ვიცი ეს საუკეთესო საჩუქარია. პ.ს ეს ძველი ფოტოა, კი იცით რომ აღარ ვაჭმევ, უბრალოდ ვიპოვე და მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა..

Публикация от Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

ნუკის და ბენის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა ამერიკაში დაიბადა. მთელი ორსულობის მანძილზე ნუკის ეგონა, რომ გოგონას ელოდებოდა. ბენის თქმით კი, გრძნობდა, რომ ბიჭი ეყოლებოდათ. პატარა ანგელოზს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვეს. როგორც სოციალურ ქსელით ირკვევა, ნუკი და მსახიობის მშობლები ოლივერს ქართულად ესაუბრებიან და ბიჭუნას დედის მშობლიური ენა კარგად ესმის, პასუხის გაცემასაც ცდილობს, მაგრამ ჯერ არც ქართულად, არც ინგლისურად არ საუბრობს. თუმცა, სიტყვა დედას გარკვევით ამბობს.

ყველა ახალი ამბავი
0