Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ახლა ნამდვილად ვიცი როგორ გამოიყურება ბედნიერება“ - კახა კალაძე ოთხ ვაჟთან ერთად ერთობა

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე შვილებთან ერთად
კახა კალაძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადატვირთული სამუშაო დღის მიუხედავად, ულტრამოდური დედაქალაქის მერი დროს ვაჟებთან ერთად ატარებს. უსაყვარლეს ვიდეოს რამდენიმე საათში 80 ათასზე მეტი ნახვა დაუგროვდა. როგორ ერთობა 4 შვილის მამა სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ?

გადატვირთული გრაფიკის გამო, ყველასათვის ცნობილი ფეხბურთელი ოთხ ვაჟთან ერთად ყოფნას ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, კახამ ბიჭებთან ერთად საკუთარ ობიექტივზე დღის დასასრული აღბეჭდა. მამა და 4 შვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. ვიდეოზე დაყრდნობით, პატარა ბიჭუნა ნიკოლა ვერ იაზრებს თუ რა ხდება გარშემო, თუმცა არ იბნევა და ძმებისა და თბილისის მერის წამოწყებულ თამაშში სწრაფად ერთვება. ასე სრულდება კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე...

Посмотреть эту публикацию в Instagram

My❤️

Публикация от Kakha Kaladze (@kakhakaladze)


ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გაზიარებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. დიზაინერი ნიკოლა კალაძეს სიტყვების წარმოთქმაშიც ავარჯიშებს. პატარა ბიჭუნამ პირველი სიტყვები დედის დახმარებით თქვა. ნიკოლა კალაძე საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. გაქრისტიანების შემდეგ, პოპულარულმა მშობლებმა საზოგადოებას ნიკოლა კალაძე ანახეს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

❤️❤️❤️❤️😀

Публикация от Kakha Kaladze (@kakhakaladze)

ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. მშობლები უსიმპათიურეს შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ულამაზეს სურათებს აქვეყნებენ. წყვილის უფროსი ვაჟი 12 წლისაა, მეორე შვილი კახაბერი 8 წლის გახდა, ხოლო ვაჩე კალაძე მალე 6 წლის გახდება. მათ შორის ყველაზე პატარას ნიკოლას სახეს ერთ წლამდე არ აჩენდნენ. ბიჭები დედას ძალიან ჰგვანან. ამას ანუკი არეშიძის „ფოლოვერები“ ხშირად აღნიშნავენ. საზოგადოებას მხიარულ ვიდეოებსა და ფოტოებს ანუკი არეშიძე უზიარებს. კახა კალაძე კი საკუთარ გვერდზე უფრო ვიდეობს აქვეყნებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუმცა ოთხ ვაჟთან ერთად გადაღებული მიმზიდველი კადრების გაზიარებასაც არ წყვეტს. ოჯახი ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად ხშირად ჩნდება.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Kakheti❤️

Публикация от Kakha Kaladze (@kakhakaladze)

უკანასკნელი ახალი წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი აღმოჩნდა, რომლის სცენაზე თბილისის მერი სწორედ ვაჟებთან ერთად ავიდა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კახა კალაძის მამის თქმით, თბილისის მერს ძალიან უნდა ქალიშვილი ჰყავდეს. მამის განცხადებით, მას გული უგრძნობს, რომ კიდევ 2 ვაჟი ეყოლება და მეშვიდე ქალიშვილი გაუჩნდება. მანამ სანამ ქალიშვილის გაჩენაზე ფიქრობენ, კახა კალაძე ულამაზეს ვაჟებთან ერთად დროს საუკეთესოდ ატარებს და საკუთარ ყურადღებას ყველას თანაბრად უზიარებს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

❤️❤️❤️

Публикация от Kakha Kaladze (@kakhakaladze)

თბილისის მერს კახა კალაძესა და მისი მეუღლეს ანუკი არეშიძეს მეოთხე შვილი 2018 წელს შეეძინათ. ბავშვს ნიკოლა დაარქვეს. ბიჭი უკვე ერთი წლისაა. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა.

ყველა ახალი ამბავი
0