აფრიკაში დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

© photo: Sputnik / Dmitriy Korobeynikov / გადასვლა მედიაბანკშიტანკერი
ტანკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან  იყო ჩართული პროცესში.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik.  აფრიკაში მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია და უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. 

მეკობრეების დროშა - Sputnik საქართველო
აფრიკის სანაპიროებთან გატაცებული ქართველები: მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება

20 თებერვალს, ღამით ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის საპორტო ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის, საქართველოს ოთხი მოქალაქე გაიტაცეს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან  იყო პროცესში ჩართული.

„დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან

 

ყველა ახალი ამბავი
0