გიორგი ვარდოსანიძე: „ჩემი ბაკების აწევა უყვარდა, ქალო, რას მერჩოდი?“
„არ მქონდა რთული ბავშვობა ტირილს და წუწუნს არ დავიწყებ. რიგით 90-იანებში ისე ვიყავი როგორც ყველა, როგორც ყველას აკლდა ასევე მეც მაკლდა. თუმცა მაინც ვთვლი, რომ ძალიან მაგარი ბავშვობა მქონდა. ყოველთვის საკუთარი თავის მტერი ვიყავი. ალბათ 700 შრამი მაინც მაქვს სხეულზე და ყველა ძვალი ოთხჯერ მაქვს მოტეხილი. ცელქი და დებილი ბავშვი ვიყავი, ამიტომ დედაჩემი გაწამებული იყო. მამის კი მეშინოდა მისი ერთი გამოხედვა და ეგრევე ფერს ვიცვლიდი“.-ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სატელევიზიო გადაცემაში.
მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ამბობს: „ყოველ თვე მქონდა ათი ნაკერი გამოწერილი. ცხრა წლის ვიყავი როცა სახლიდან გავიპარე. დილის ცხრიდან სამამდე რაც მოვასწარი ის იყო, რომ საბურთალო მთლიანად ავითვისე. ამის მერე მე და ჩემი ძმაკაცი ასე ვიპარებოდით ხოლმე და ქალაქს ვსწავლობდით, მაშინ ის უზარმაზარი მეჩვენებოდა.“