დაღესტანში მომხდარი მიწისძვრა საქართველოშიც იგრძნობოდა

© photo: Sputnik / Stringerსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 24 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. ინფორმაცია დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრიდან 12 კილომეტრში, დაღესტნის ტერიტორიაზე 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საიტზე.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისი დროით 17:22 საათზე დაფიქსირდა. 

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 24 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. ინფორმაცია დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

მანამდე ბოლო მიწისძვრა საქართველოში მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაფიქსირდა. 3,4 მაგნიტუდის რყევები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იგრძნობოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0