ავტოავარია მახათას მთასთან – დაღუპულია ქალი

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა
საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთს „მერსედესისა" და „ნისანის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მგზავრი დაიღუპა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. თბილისში, მახათას მთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა" და „ნისანის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ქალი დაიღუპა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0