საქართველოში თებერვალში მოგზაურთა ნაკადი შემცირდა

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის აფეთქების გამო  საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რიცხვი 0,7%–ით შემცირდა

 

თბილისი, 6 მარტი — Sputnik.  საქართველოში 2020 წლის თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების რიცხვი შემცირდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

თებერვალში საქართველოში 466,4 ათასი საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა,  რაც 2019 წლის თებერვალთან შედარებით  0,7%–ით ნაკლებია. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობას, მან 386,9 ათასი (კლება 0,6%–ით) შეადგინა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი  257,5 ათასი (ზრდა +4%) შეადგინა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში უცხოელი მოგზაურების რიცხვის კლება მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

 „ვირუსმა უკვე მოახდინა ზემოქმედება ეკონომიკაზე და ტურიზმზე მთელ  მსოფლიოში. ახალი კორონავირუსის შედეგად ვითარება განსაკუთრებით თებერვლის ბოლოს გართულდა, რაც ნეგატიურად აისახება მსოფლიო მასშტაბით ტურიზმისა და ავიაციის საერთაშორისო ბაზრებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით (Covid-19) ინფიცირებულთა რაოდენობამ 98 ათასს გადააჭარბა, 3 387 დაიღუპა. საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირებულთა რიცხვი 9–ს აღწევს.

იანვარში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტები  განხორციელდა თურქეთიდან (+12,8%), აზერბაიჯანიდან  (+3,8%), სომხეთიდან (18,2%) და რუსეთიდან (–25%).

ვიზიტების რიცხვი ორი თვის განმავლობაში

იანვარ–თებერვალში საქართველოში 1,1 მილიონი საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა, რაც 10,2%–ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობას, მან 910,5 ათასი (ზრდა 10,2%) შეადგინა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ შეადგინა 612,2 ათასი (ზრდა +12,2%).

წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.

ლიდერი–ქვეყნების ხუთეული 2020 წლის იანვარ–თებერვალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით

ქვეყანა ტურისტების რაოდენობა ცვლილება - %
აზერბაიჯანი 218 753 24,4
სომხეთი 148 922 0,6
რუსეთი 139 142 -10,6
თურქეთი 138 937 10,3
უკრაინა 24 403 18,6

იანვარ–თებერვალში ქვეყანას ქართული დიასპორის 87,4 ათასი წარმომადგენელი ეწვია, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10,2%–ით მეტია.

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი სახმელეთო და საჰაერო გზით შემოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები შემოდიან საქართველოში

ტრანსპორტის სახეობა ვიზიტების რიცხვი ცვლილება წლის განმავლობაში, % წილი ვიზიტების საერთო რიცხვიდან, %
სახმელეთო 692 403 16,6 76,0
საჰაერო 201 852 - 8,7 22,2
სარკინიგზო 10 025 61,0 1,1
საზღვაო 6 268 16,1 0,7

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომელთაც უცხოელი ინვესტორები კვეთენ, ლიდერობს სარფის, ყაზბეგის და წითელი ხიდის სასაზღვრო–გამშვები პუნქტები.

საკონტროლო–გამშვები პუნქტების ხუთეული

საკონტროლო–გამშვები პუნქტი ვიზიტების რიცხვი ცვლილება წლის განმავლობაში, % წილი ვიზიტების საერთო რაოდენობიდან, %
წითელი ხიდი 188 553 22,6 20,7
სარფი 150 441 10,3 16,5
თბილისის აეროპორტი 147 143 - 21,4 16,2
ყაზბეგი 141 270 36,4 15,5
სადახლო 111 143 - 6,4 12,2

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 47 მლნ დოლარით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით (ზრდა 1,4%).

საქართველოში ტურიზმის სფერო მერამდენე წელია აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზეც აისახება. ქვეყანაში ყოველწლიურად იხსნება ახალი სასტუმროება, ტარდება კვების ობიექტებში ხარისხის შემოწმება, ხდება მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება.

ყველა ახალი ამბავი
0