მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა

© Sputnik / Alexander ImedashviliМикрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия
Микрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ საქართველოს იმ ხუთ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომლებსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდათ
მარინა ეზუგბაია: ორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა
„ერთი პაციენტის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ საშუალოზე მძიმეა. მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი და თუ ასე შენარჩუნდება, კარგი იქნება. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, დადებითი ტესტირებით, ამათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა კვლევები და შეფასება დინამიკაში, როგორ ვითარდება სიტუაცია. რაც შეეხება პირველ სამ პაციენტს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირაა ჩვენთან წევს, მათთან სტაბილური სიტუაციაა“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, ყველას პაციენტთან მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება.

ყველა ახალი ამბავი
0