ხაშურში დაჭრილი 25 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა

CC0 / Pixabay / engin_akyurt / რეანიმაციაში
რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხაშურის ცენტრში 25 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა დანით დაჭრა. მას რამდენიმე ჭრილობა მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა რამდენიმე ჭრილობა მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა. შემთხვევა დღეს მოხდა.

„ოპერაცია დასრულდა და პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, კრიტიკულად მძიმეა – მიღებული დაზიანებების სიმძიმისა და რაოდენობის შესაბამისად. ერთ-ერთი ჭრილობა იყო გულშიც. დაფიქსირდა ოპერაციის მსვლელობისას ტამპონადა, თუმცა მოხერხდა მალევე რიტმის აღდგენა“, – განაცხადა ხაშურის ახალი საავადმყოფოს დირექტორმა კახა ხელაძემ.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა: რა გახდა მკვლელობის მიზეზი

სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული მ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე ყოფილ მეუღლეს – 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულ-მკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ მ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0