სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სენაკის მერიის წარმომადგენლის გოჩა ჭანტურიას ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. სენაკში, შონიას ქუჩაზე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სახანძრო - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა ქობულეთში: 72 წლის მამაკაცი ხანძარს ემსხვერპლა

სენაკის მერიის წარმომადგენლის გოჩა ჭანტურიას ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. მის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სახლი გურამ ზარანდიას ოჯახს ეკუთვნის და მასში სამი ადამიანი ცხოვრობდა. გოჩა ჭანტურიას განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს ქალაქის მერია დაეხმარება.

ხანძრის შედეგად დამწვარია საოჯახო ნივთები და ავეჯი.

ყველა ახალი ამბავი
0