გარდაბნის მერის წარმომადგენელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – ვიდეო

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილების დადება
ხელბორკილების დადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მერის წარმომადგენელმა თურქეთის მოქალაქეებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით 30 ათასი ლარი გამოართვა. იგი ბრალდებულის სახით ქრთამის აღების დროს დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0