მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოზონის შრე მკვეთრად დაირღვევა: მეცნიერები თარიღს ასახელებენ

© Pixabay / Pixabayკოსმოსური სადგური
კოსმოსური სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ოზონის შრის დარღვევით გამოწვეული მზის რადიაციის მავნე ზეგავლენის შესუსტება მოღრუბლულობას შეუძლია.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. არქტიკის თავზე ოზონის შრის სისქე საშუალო ნიშნულზე დაბლა დაეცა და ამ დროისათვის კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „ცენტრალურ აეროლოგიურ ობსერვატორიაზე“ დაყრდნობით. 

ანტარქტიდა - Sputnik საქართველო
შემთხვევითი აღმოჩენა: მკვლევარებმა ანტარქტიდაზე უცხოპლანეტელების ბაზა იპოვეს – ვიდეო

ობსერვატორიის სწავლულების თქმით, მიმდინარე წლის მარტი-აპრილისთვის მოსალოდნელია ოზონის შრის ძლიერი რღვევა. ამის მიზეზია არქტიკაში ფორმირებული ძლიერი და სტაბილური სტრატოსფერული პოლარული გრიგალი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურით (-78°С-ზე ქვემოთ). გარდა ამისა, შეინიშნება პოლარული სტრატოსფერული ღრუბლების რეკორდული მოცულობა.

„სტრატოსფერული ოზონის რღვევამ შესაძლოა დედამიწის ზედაპირზე ულტრაიისფერი გამოსხივების დონის ზრდა გამოიწვიოს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა“, — განმარტეს მეცნიერებმა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მზის რადიაციის მავნე ზეგავლენის შესუსტება მოღრუბლულობას შეუძლია.

მეცნიერული მონაცემებით, არქტიკაში ოზონის შრის ძლიერმა რღვევამ 2011 წელს ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ბევრ ტერიტორიაზე ულტრაიისფერი გამოსხივების ზრდა გამოიწვია. ბოლო პერიოდში ოზონის შრის რღვევას ადგილი ჰქონდა 1996, 1997, 2005 და 2016 წლებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0