ბრძოლა „ქურდულ სამყაროსთან": სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალი „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ედება, ხოლო დანარჩენებს – „ქურდული სამყაროს" წევრობაში.

გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს" წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი" ჩართეს. „ქურდული სამყაროს" წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც მეორე მოდავე მხარეს 4,5 ათასი ლარისა და 6,3 ათასი აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

„ქურდული სამყაროს" წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად აღნიშნულ პირს დაკისრებული თანხის ნაწილი – 4,5 ათასი ლარი და 1,8 ათასი აშშ დოლარი გამოსძალეს", – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ქუთაისში „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის გამო 72 წლის მამაკაცი დააკავეს

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლითა და 223-ე მე-4 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0