თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ისრაელში მეცნიერებმა შექმნეს მინი-კომპიუტერი, რომელიც პირდაპირ ადამიანის გულში ინერგება, იუწყება ВВС.
#VIDEO Report - Computer inside the #heart aims to aid treatment: new tiny computer injected into the body could help millions of people suffering from heart failure. https://t.co/SIrov9muwE #technology #health
— OriginalBADYOGAKITTYⓋ (@minamaya13) March 3, 2020
მოწყობილობას, რომლის სახელწოდებაცაა V-LAP, მილაკის ფორმა აქვს და იოლად შედის გულში ვენის გავლით. კომპიუტერი შეკრებს ინფორმაციას გულის მუშაობის შესახებ, რომლებიც, მეცნიერების თქმით, მანამდე მათთვის მიუწვდომელი იყო. აღნიშნული მინი-კომპიუტერით მოპოვებული ცნობები ექიმებს საშუალებას მისცემს, დანიშნონ ეფექტური მკურნალობა.
V-LAP-ი ისრაელის კომპანია Vectorious Medical Technologies-მა შექმნა. ის სპეციალური ქამრის მეშვეობით იტენება, რომელიც პაციენტს სხეულზე უმაგრდება. მონაცემებს გულის მუშაობის შესახებ შეკრებს, დაამუშავებს და მედიკოსებს გადაუგზავნის ხელოვნური ინტელექტი.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერები ეძებენ მოხალისეებს კომპიუტერის კლინიკური გამოცდისთვის. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი პირველი პაციენტი 71 წლის ბრიტანელი გახდა, სახელად ენდრიუ.
ექიმებს იმედი აქვთ, რომ ახალი მინი-კომპიუტერი მსოფლიოს მასშტაბით 26 მლნ ადამიანს დაეხმარება, რომლებსაც გულის უკმარისობა აწუხებთ.