დედამიწას პოტენციურად სახიფათო ასტეროიდი უახლოვდება: NASA თარიღს ასახელებს

CC0 / Pixabay / ასტეროიდი
ასტეროიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
NASA-ს სპეციალისტების თქმით, 4 კმ-მდე დიამეტრის ასტეროიდი დედამიწისკენ წამში 8,7 კმ (საათში 31 320 კმ)  სიჩქარით მოძრაობს.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) სპეციალისტების თქმით, დედამიწას პოტენციურად სახიფათო მეტეორიტი უახლოვდება, იუწყება Express-ი.  

პლანეტა მარსი - Sputnik საქართველო
იდუმალი ხმები მარსიდან: NASA აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

გავრცელებული ინფორმაციით, უზარმაზარი ზომის ასტეროიდი, რომელსაც მინიჭებული აქვს ნომერი 52768, დედამიწას  მაქსიმალურად მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს მოუახლოვდება. იმ შემთხვევაში, თუ კოსმოსური სხეული ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოვა, გლობალური კატასტროფა გარდაუვალი იქნება. 

NASA-ს სპეციალისტების თქმით, 4 კმ-მდე დიამეტრის ასტეროიდი დედამიწისკენ წამში 8,7 კმ სიჩქარით (საათში 31 320 კმ) მოძრაობს და დედამიწიდან ყველაზე ახლოს 29 აპრილს იქნება.  

მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ ზომის ასტეროიდი, დედამიწაზე ჩამოვარდნის შემთხვევაში, 10 კმ და მეტი სიღრმის კრატერს დატოვებს და, ამასთან, „ცივილიზაციის შესაძლო კოლაფსსა და გლობალურ გაუკაცრიელებას“ გამოიწვევს.

თუმცა, NASA-ს სპეციალისტების თქმით, ასტეროიდი 29 აპრილს დედამიწიდან 6,29 მლნ კმ-ის დაშორებით აღმოჩნდება, რაც პლანეტიდან მთვარემდე მანძილს 16-ჯერ აღემატება, და მხოლოდ იმიტომ ეწოდება პოტენციურად სახიფათო, რომ მისი ტრასა დედამიწის ორბიტას გადაკვეთს.    

ყველა ახალი ამბავი
0