გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 20 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევის შესახებ საუბრობს.
გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 20 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი
„პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან კვირას დაბრუნდა, თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. მან გუშინ თავად მიმართა საავადმყოფოს, რამდენჯერმე განმეორდა ტესტი და დაფიქსირდა პოზიტიური შედეგი. წინა სამ შემთხვევასთან შედარებით, მეოთხე პაციენტი უფრო საყურადღებოა. მიმდინარეობს მუშაობა კონტაქტების დადგენით მიზნით, დღეის მდგომარეობით, მოძიებული გვაქვს 20 კონტაქტი, მათ შორის 15 – თვითმფრინავში. მიმდინარეობს ამ ადამიანების ეპიდკვლევა“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

ცენტრის ხელმძღვანლის განცხადებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალ რისკს წარმოადგენს იტალიასთან მიმოსვლა და პაციენტიც სწორედ იტალიიდან ჩამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0