ტიკარაძე: საქართველოში შესაძლოა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე მინისტერიალი გაიმართოს
„ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ინიციატივაზე. წამოიჭრა საკითხი გაიმართოს მინისტერიალი რეგიონის მასშტაბით იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები კორონავირუსთან გლობალურად ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას. დაიგეგმა გარკვეული კომუნიკაციები მინისტრებს შორის და სავარაუდოდ გადაწყდება, რომ მინისტერიალი საქართველოში გაიმართოს. კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა და მნიშვნელოვანია კოორდინაცია ყველა უწყებასა თუ ქვეყანას შორის“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, ირანული მხარე საქართველოში გატარებული პრევენციული ღონისძიებებით დაინტერესდა და მათ ამ კუთხით გამოცდილება გაუზიარეს.