გახარია: საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის ზემოქმედებას

© Georgian Government / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა
გახარია: საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის ზემოქმედებას
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს. ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, მხოლოდ ლურჯებს, ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს  მაღალ პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ზემოქმედების მინიმალიზაცია“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, თუმცა მიუხედავად ამისა, მთავრობას კარგად ესმის, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ფრთხილად უნდა იმოქმედოს.

ყველა ახალი ამბავი
0