ცაგარელი: 6 აპრილამდე ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია სიყვარულისთვის

© Sputnik / Vladimir Umikashviliმიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე და მოსახლეობას რჩევებს აძლევს.
ცაგარელი: 6 აპრილამდე ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია სიყვარულისთვის
„ხუთშაბათიდან სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა გადადის მისთვის ყველაზე კარგ და სასიამოვნო ნიშანში – კუროს ზოდიაქოში. მოიმატებს რომანტიკულობა, ემოციურობა, სილამაზის, ხელოვნების და პოეზიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, ერთგულების ფაქტორი წამოიწევს წინა პლანზე. პარტნიორები მაქსიმალურად გაუფრთხილდებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია სიყვარულისთვის, რომელიც 6 აპრილამდე გასტანს“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგი მოსახლეობას ურჩევს, მარტში ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, რადგან მარტისთვის დამახასიათებელია ამინდის ცვალებადობა, რაც ადამიანზეც მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0