კალაძე: კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს
„თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით ჩაატარა სადენზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ, არ ვჩერდებით და ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ანალოგიური ხსნარებით იქნება დამუშავებული. ასევე პრევენციის მიზნით სპეციალური სადენზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი, საჯარო ბაგა-ბაღები, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრები, სახელოვნებო სკოლები“, – ამბობს თბილისის მერი.
კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის ყველა თანამშრომელს, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ სამუშაოების განხორციელებაში.