საეკლესიო კალენდარი - 3 მარტი

© photo: Georgian Heritage / FBყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში
ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია 3 მარტს მოციქულების : არქიპოსი და ფილიმონისი დ ა მოციქულთა სწორის აპფიასი; მოწამეების მაქსიმესი, თეოდოტისი, ევსუქისი და ასკლიპიდოტასი, ღირსი ევგენის და მაკარის აღმსარებელების, ღირსი დოსითეოზის და ღირსი რაბულას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
მოციქულები  არქიფო და ფილიმონი და მოწამე აპფია

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 3 მარტი წმიდა სამეოცდაათთაგანნი მოციქულების არქიფო და ფილიმონის და მოწამე აპფია, მოციქულთასწორის ხსენების დღეა.

წმიდა სამეოცთაგანნი მოციქულნი, არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ და მასთანმ ერთად მოღვცაწეობდნენ.
არქიფო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი იმავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში თავის მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.
იმპერატორ ნერონის (54-680 დროინდელ დღევნულობის ჟამს მოციქულები არქიფო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადაგებისათვის ქალაქის თავს, არტიკოლისს გადასცეს დასასჯელად, წმიდა არქიფო დანებით მხეცურად დასერეს, ფილიმონი და აპფია კი, მხეცური წამების შემდეგ, წელამდე მიწაში ჩამარხეს და ქვებით ჩაქოლეს.

სანთლები - Sputnik საქართველო
როდის იწყება ყველიერის კვირა 2019 წელს

მოწამეები მაქსიმე, ისიხი, თეოდოტე და ასკილიპიოდოტა

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 3 მარტი წმინდა მოწამეების მაქსიმეს, ისიხის, თეოდოტეს და ასკილიპიოდოტას ხსენების დღეა.  მაქსიმე, თეოდოტე, ისიხი და ასკილიპიოდოტა ადრიანოპოლში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ქალაქში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მაქსიმე, თეოდოტი და ისიხი ხეზე დაკიდეს და რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ დაცინვითა და ლანძღვა-გინებით, ბოლოს კი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. ღვთის მადლით შემოსილი მარტვილები მხეცებისგან უვნებლად იქნენ დაცულნი და ჯალათებს ხელით აღესრულნენ.

ანტიოქიელი ხუცესები, ევგენი და მაკარი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 3 მარტი ღირსი აღმსარებლების ევგენის და მაკარის ხსენების დღეა.

ევგენი და მაკარი ანტიოქიის ტაძრის ხუცესები იყვნენ. ერთხელ, ივლიანე განდგომილის ზეობისას (361-363), მათ წარმართულ ორგიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რისთვისაც სამსჯავროზე წარადგინეს. ხუცესებმა უშიშრად ამხილეს იმპერატორი განდგომილებაში და ახოვნად დაითმინეს სასტიკი სატანჯველები. ნაწამებ მამებს ბორკილები დაადეს და არაბეთის უდაბნოში გადაასახლეს. აქ მათ ერთი მთა აირჩიეს სამკვიდრებლად, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ურჩიეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს არემარე, რადგან იგი ერთი უზარმაზარი გველის საბუდარი იყო. წმიდანებმა ლოცვის ძალით შემუსრეს ურჩხული. აღმსარებლები ღმერთს ევედრებოდნენ, ერთად მიებარებინა მათი სულები. უფალმაც შეისმინა მათი ლოცვა და 363 წელს ისინი ერთდროულად მიიცვალნენ.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერი (ლურჯი მონასტერი) - Sputnik საქართველო
როდის იწყება აღდგომის მარხვა 2019 წელს

ღირსი დოსითეოზი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 3 მარტი ღირსი დოსითეოზის ხსენების დღეა.

დისოთეოზი  წმიდა ამბა დოროთეს მოწაფე, VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მდიდარ წარჩინებულ ოჯახში იზრდებოდა. ერთხელ მან მოისმინა თავისი მხედარმთავარი ბიძის მონათხრობი წმიდა ქალაქის, იერუსალიმის შესახებ და ძალიან მოუნდა იქაურობის მონახულება. მისი ნატვრა მალე აღსრულდა. გეთსემანიაში ის დიდხანს შესცქეროდა საშინელი სამსჯავროს გამოსახულებას. უეცრად დოსითეოზის გვერდით წარმოდგა ქალი, რომელმაც გულდაგულ აუხსნა მას, თუ რა იყო სურათზე გამოსახული. ჭაბუკმა იკითხა, „როგორ შეიძლება თავი დავაღწიო საუკუნო სატანჯველს?“ პასუხად მიიღო: „იმარხულე, ხორცს ნუ მიიღებ, ლოცვას უმატე!“ ამის თქმა და საკვირველი მოძღვრის გაუჩინარება ერთი იყო.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ჩვენი უარყოფითი მხარეები

ყოვლადწმიდა ქალწულის გამოჩენამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყმაწვილზე, რომ მან გადაწყვიტა მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდა და საღვთო შურით ანთებულმა ამბა სერიდის სავანეს მიაშურა. აქ იმ დროს ისეთი მამები მოღვაწეობდნენ, როგორებიც იყვნენ: წმიდა ბარსანოფი და იოანე. დოსითეოზი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში, ამბა დოროთეს დაუმოწაფეს. ღირსი მამა მონასტრის საავადმყოფოში აღასრულებდა მორჩილებას და გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველა სნეულს.  დოროთე პურის ყოველდღიური ულუფის თანდათანობით შემცირებით აჩვევდა თავის მოწაფეს თავშეკავებასა და მარხვას, გაღიზიანებასა და მრისხანებას გადააჩვია იმით, რომ გამუდმებით მოაგონებდა, სნეულისადმი მიმართულ ყოველ უკეთურ სიტყვას თავად იესო ქრისტეს ვეუბნებითო. ამგვარად განვლო ხუთმა წელმა, რის შემდგომაც სნეულთა მსახურებისა და მოძღვრის მორჩილების ღვაწლში მყოფი მამა მძიმედ დასნეულდა. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველს და გამუდმებით ლოცულობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ერთმა მოღვაწემ რომელსაც მონასტრის მიცვალებული ძმების ადგილსამყოფელი გაუცხადა, წმიდანთა დასში ჭაბუკი დოსითეოზიც იხილა.

მამა თეოდორე გიგნაძე - Sputnik საქართველო
მამა თეოდორე: ხშირად მარხვის დასრულება, სულიერი ცხოვრების დასრულებასაც ნიშნავს

ღირსი რაბულა, მოწაფე აბბა დოროთესი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 3 მარტი ღირსი რაბულას ხსენების დღეა.

რაბულა სირიის ქალაქ სამოსატში დაიბადა და კარგი განათლება მიიღო. ის ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად და წინასწარმეტყველის ელიას  და იოანე ნათლისმცემლის მსგავსად მთებსა და უდაბნოებში მოღვაწეობდა. შემდგომში ფილიკიაში გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა მადლმოსილი მოღვაწეობით. იმპერატორმა ზენონმა  რაბულას ფული გამოუყო მონასტრის მოსაწყობად.
ახალი სავანე წარმართი მოსახლეობით იყო გარემოცული, მაგრამ აქ, მოღვაწე მამების ძალისხმევით, ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის (491-518) ზეობისას, რაბულა კონსტანტინეპოლში გადავიდა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება დაუზარებელ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და კეთილმოსურნეობით, ამასთან, დიდი მლოცველიც იყო. მან  80 წლის ასაკს მიაღწია. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაახლოებით 530 წელს, ღირსმა რაბულამ უფალს შეჰვედრა სული.


მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0