ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა

© photo : official site of the Prime minister of RAნიკოლ ფაშინიანი თბილისში
ნიკოლ ფაშინიანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოს საკანონმდელო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

სომხეთის მთავრობის მეთაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

“მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობები ძალზე მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრემიერის ეს უკვე მეორე ვიზიტია საქართველოში – მისი არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტი საქართველოში შედგა. ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები ორ მეზობელ ქვეყანას შორის კიდევ უფრო უსვამს ხაზს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას“, – განაცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის მეთაურთან გიორგი გახარიასთან,  რის შემდეგად მასმედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი  - Sputnik საქართველო
„შეხვედრას თავს არ ვარიდებ“ - ფაშინიანი ალიევთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს

საქართველოში ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი 4 მარტს დასრულდება.

ქვეყნებს შორის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ერევანში გაიმართა. მაშინ საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს 2020 წელს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მხარეები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0