ბათუმში, ლიფტის შახტში ცხრა წლის ბავშვი ჩავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ცხრა წლის ბავშვი ჩავარდა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით ათ საათზე მოხდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოზარდი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მეექვსე სართულიდან ჩავარდა.

დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0