3 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / spiagol56კაკლის ხე ყვავილობისას
კაკლის ხე ყვავილობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 3 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 მარტი

1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.

© Sputnik / Maria Tsimintiaთევზები
3 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები   - Sputnik საქართველო
თევზები

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.

როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

3 მარტს დაბადებულები

3 მარტს ხალისიანი, კეთილმოსურნე, რბილი, დამოუკიდებელი, შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. ნებისმიერ სირთულეს გულადად ეგებებიან, არ ვარდებიან პანიკასა და სასოწარკვეთილებაში. ახალგაზრდობაში სირთულეები ექმნებათ ნათესავებთან. ადრეულ ასაკში ქორწინება მხოლოდ იმედგაცრუებას მოუტანთ. მიჩვეული არიან, ყველაფერს საკუთარი ძალებით მიაღწიონ. მოწიფულ ასაკში კარიერულ მწვერვალებს იპყრობენ, ხოლო ოჯახური ცხოვრება ბედნიერებითაა სავსე. ფინანსური წარმატებაც ექნებათ, თუ ფულის განკარგვას ისწავლიან.

მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი>>

3 მარტს დაბადებულების წინაშე ყოველთვის გარკვეული მიზნები დგას, მათ მკაფიოდ იციან, რა სურთ. წარმოსახვასთან ერთად, კარგად აქვთ განვითარებული პრაგმატული თვისებებიც, რაც სასურველის მიღწევაში ეხმარებათ. ამ დღეს დაბადებულებს უყვართ საქმის წინასწარ კარგად დაგეგმვა და შემდეგ - განხორციელება. ამაში ეხმარება ის, რომ მოვლენების მთელი სურათის, ყოველი წვრილმანის წარმოდგენის უნარი გააჩნიათ, თან გონებაგამჭრიახნი არიან.

თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

სამუშაოს გულმოდგინედ ასრულებენ და ხანდახან ზედმეტ დროსაც ხარჯავენ მასზე. ზოგჯერ განმარტოების სურვილი უჩნდებათ; ზოგიერთს ილუზიების, გრძნობების, რომანტიკის სამყაროში ჩაძირვა შეუძლია. თუმცა, საზოგადოებრივ და პირად ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას ახერხებენ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მზად იყვნენ მოულოდნელობისთვის, ამიტომ დაგეგმვის პროცესი კმაყოფილებას ანიჭებთ.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

3 მარტს დაბადებულებს პრობლემას უქმნის ის, რომ ხშირად ფორმალობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ხანდახან ყველაფერი დაგეგმვით მთავრდება, მეორეც - სპონტანურობის გრძნობამ, რაც ასე სასარგებლოა ხანდახან, შეიძლება საერთოდ მიატოვოს ისინი. შეიძლება გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებაში „ჩაიკარგონ“, და როდესაც ერთ რომელიმე ვარიანტს ირჩევენ, იმას მისდევენ.

ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო
შეყვარებულებისთვის: როგორი სიყვარული შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს

ჯანმრთელობა

როგორც წესი, 3 მარტს დაბადებულები ფიზიკურად ძლიერი არიან. ხშირად უჭირთ ენერგიის შეკავება, ამიტომ მათთვის სპორტი ზედგამოჭრილია. მთავარია, რომ ვარჯიში რეგულარული იყოს. არის კიდურების დაზიანების ალბათობა, ამიტომ უნდა იფრთხილონ. კვების მხრივ რეგულარული და დაბალანსებული რეჟიმი უნდა დაიცვან.

რჩევა:

გაერკვიეთ საკუთარ თავში, თუ არ მოგწონთ, იმუშავეთ, განვითარდით, რომ სხეულისა და სულის სასურველ მდგომარეობას მიაღწიოთ. თვითკრიტიკამ შეიძლება მნიშვნელოვანი ამოცანების მიღწევაში შეგიშალოთ ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0