ზალკალიანი: სომხეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილავთ ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას

© photo: Prime Time / FBსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ზალკალიანი: სომხეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილავთ ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას
„მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეორე ოფიციალური ვიზიტი. არჩევის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გაიმართა. მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, კულტურას, ხალხთა შორის ურთიერთობას. ბუნებრივია, ასევე ვისაუბრებთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, ვიზიტი მიმდინარეობს კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ერთობლივად გავუმკლავდეთ.

ყველა ახალი ამბავი
0